საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი  განათლების  შესახებ"  საქართველოს კანონის  23-ე  მუხლის   პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის   ,,ა’’, ,,ზ’’  და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის 2013  წლის  11  სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-15  მუხლის    პირველი  პუნქტის,  მე-16 მუხლის   პირველი  პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’,  ,,ზ’’,   ,,ნ’’  და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის    2023    წლის    31  იანვრის    N1930/10  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე  (შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტის (1 ვაკანსია) შესარჩევად.
2. პირველი  პუნქტით განსაზღვრული  ვაკანსიისათვის  შრომის  ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადებისა და
საპენსიო ანარიცხების  ჩათვლით)  (სამუშაო საათები-0900 სთ-დან 1800სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა).
3. აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი/ პროფესიული განათლება;
ბ) იცოდეს  კომპიუტერის ტექნიკური მხარეები;
გ) იცოდეს  ძირითადი  გამოყენებითი  პროგრამები;
დ )  იცოდეს  პროგრამების ინსტალაცია;
ე)  იცოდეს პერიფერიულ მოწყობილებებთან  მუშაობა;
ვ) იცოდეს და გამართოს კომპიუტერული ქსელები, ინტერნეტი და  საკაბელო სისტემების  მოწყობილობები;
ზ) იცოდეს თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე;


4.  აპლიკანსტს უნდა  ჰქონდეს:
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
დ)  ერთდროულად  სხვადასხვა  ამოცანებზე დამოუკიდებლად  და  ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;


5. ბიბლიოთეკის   ელექტრონული რესურსების  განყოფილების შტატგარეშე პოზიციაზე
(შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტის  ფუნქციებია:
ა) საბიბლიოთეკო დოკუმენტების დიგიტალიზაცია;
ბ) დასკანერებული საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის გვერდების დამუშავება, PDF ან/და Flash ფორმატში გადაყვანა;
გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების საიტზე განსათავსებლად მომზადება;
დ) ელექტრონულ კატალოგში და ბიბლიოთეკის სხვა ვებ-რესურსებზე საბიბლიოთეკო  დოკუმენტებისა  და  ბიბლიოგრაფიული  აღწერილობების ელექტრონული ვერსიების   განთავსება;


6.  კონკურსში  მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ)   CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი  დოკუნენტის ასლები;
დ ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)  პროფესიული  გამოცდილების  ამსახველი  დოკუმენტი   (ამონაწერი   შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
ვ) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის  დაკავების  შემთხვევაში    აპლიკანტმა პერსონალის  მართვის   დეპარტამენტში    უნდა    წარმოადგინოს  ცნობა   ,,სქესობრივი თავისუფლებისა და  ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

7.    კონკურსში     მონაწილეობის    მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა    განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე   საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრული საბუთების გამოგზავნის  შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის  მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,  წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ელექტრონული რესურსების  განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
9.  ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი   უნდა იქნეს 2023 წლის 6 თებერვლიდან  2023 წლის 10 თებერვლის  ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების  განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 
10. ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების  განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულება) უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების  შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;
11. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 22 თებერვლისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე