„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2023 წლის 11 იანვრის „2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/3 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 17 თებერვლის 4076/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 17 თებერვლის N4135/27; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 17 თებერვლის №4140/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 17 თებერვლის N4086/29, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 17 თებერვლის N4132/31-03 მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 17 თებერვლის N4173/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 17 თებერვლის N4031/26 წარდგინებების
ვბრძანებ:
1. ჩაირიცხონ მობილობის წესით 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად:
1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი( დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);
2. უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება გამოცემიდან აისახოს სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია