საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 26 იანვრის N1459/30 წერილის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში    2022-2023      სასწავლო      წლისათვის      ერთიანი      ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ბაკალავრიატის/მაგისტრაურის/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე    ვაკანტური    ადგილების    განსაზღვრის    შესახებ’’    უნივერსიტეტის


რექტორის 2022 წლის 27 მაისის №158/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტური ადგილების განმსაზღვრელ ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე პუნქტი:


№    საგანმანათლებლო  პროგრამა                   ვაკანტური ადგილების რაოდენობა


4.    ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია 
      (ქართული, რუსულენოვანი კომპონენტებით)                 15
      (ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა)    

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული    ერთეულებისათვის       გადაცემის       უზრუნველყოფა       დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

 

რექტორი   ჯაბა სამუშია