საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების,   ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა“-ს   დამტკიცების შესახებ“     რექტორის 2019 წლის 17 ივნისის   N151/01-01   ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 03 აგვისტოს N228/01-01 ბრძანების, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 20 ივნისის N138/02- 01 ბრძანებისა და  თსუ   უწყვეტი   განათლების   ცენტრის   უფროსის   2023 წლის 06  მარტის  N5759/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის    მომზადების    აკრედიტებული    პროგრამა“-ს ფასიანი    მომსახურებისა    და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 20 ივნისის N138/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის    „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული აკრედიტებული პროგრამა“-ს   ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების    ცენტრის    სასერტიფიკატო    კურსის    „შრომის    უსაფრთხოების    სპეციალისტის მომზადების სრული აკრედიტებული პროგრამა“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 230 საათით;    კურსის    ღირებულება    თითოეული    მსმენელისათვისგანისაზღვროს    1650    ლარის ოდენობით; დაწესდეს შეღავათები კურსის ღირებულების გადახდისას თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის და განისაზღვროს კურსის საფასური  1450 ლარით.“


2.დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე