,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ4 ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 13 მარტის N6418/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივ ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორების მიზნით (ბეჭდვაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები):
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე’’ .
ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-11 ქვეპუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება ხორციელდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
ა) უნივერსიტეტის კრიტერიუმებით შერჩევის შემთხვევაში, ქვემოთ მოცემულ ცხრილზე დაყრდნობით;
|
|
მინიმალური ქულა |
მაქსიმალური |
||||
პროფესიული |
რექტორი/რექტორის |
0 |
5 |
||||
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი/ცენტრალური ადმინისტრაციული ერთეულის (დეპარტამენტი, სამსახური, ცენტრი) ხელმძღვანელი |
0 |
4 |
|||||
ფაკულტეტის დეკანის მოადგილე/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე |
0 |
3 |
|||||
საფაკულტეტო ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი/აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი |
0 |
2 |
|||||
|
ERASMUS+ ICM პროგრამების კოორდინირებასთან კავშირში მყოფი ადმინისტრაციულ ან დამხმარე თანამდებობაზე დასაქმებული პირი |
0 |
1
|
||||
აკადემიური რანგი |
პროფესორი |
0 |
5
|
||||
ასოცირებული პროფესორი |
0 |
4
|
|||||
ასისტენტ პროფესორი |
0 |
2
|
|||||
ასისტენტი |
0 |
1
|
|||||
სხვა (საათობრივად მოწვეული ლექტორი, ლაბორატორიის პერსონალი, მასწავლებელი და ა.შ.) |
0 |
0
|
|||||
პრეზენტაბელურობა |
აკადემიური მობილობის დროს: |
0 |
10
|
||||
|
მობილობის შესაძლო გავლენა თსუ-სა და მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის არსებული ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებაზე |
0 |
10
|
||||
მობილობის განხორციელების მოტივაცია |
0 |
10
|
|||||
მობილობისთვის რელევანტულ უცხოურ ენაში კომპეტენციის დონე |
0 |
10
|
|||||
თსუ-ს მონაწილეობით განხორციელებული გაცვლითი და მობილობის პროგრამების (ადმინისტრირებაზე გავლენა |
0 |
5
|
|||||
ახალი აპლიკანტი (გამოცდილების არ მქონე) (0-4 ქულა) |
K107/K171 პროგრამაში გამოცდილების არ მქონე - 4 ქულა 1-დან 2 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 3 ქულა 3-დან 4 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 2 ქულა 5 დან 6 მობილობა ბოლო 6 ქულა 6 მობილობაზე მეტი ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 0 ქულა |
0 |
4
|
||||
შეზღუდული |
შშმპ სტატუსი |
0 |
1
|
"
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.
რექტორი ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე