საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი   განათლების  შესახებ“   საქართველოს კანონის     22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის,  ,,საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“  ქვეპუნქტებისა და  მე-9   პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2   და   მე-3   პუნქტების,  თსუ    დამოუკიდებელ    სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის  - ალექსანდრე  ნათიშვილის   მორფოლოგიის ინსტიტუტის   დებულების მე-10   მუხლის პირველი    პუნქტისა   და    ალექსანდრე   ნათიშვილის     მორფოლოგიის  ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის გ. ფიჩხაიას 2023 წლის 13 მარტის   N6299/10   წერილის   (თან ერთვის ამონაწერი სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმი N2-დან) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის   მორფოლოგიის ინსტიტუტის  მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის (უვადო)  თანამდებობაზე  კანდიდატის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თეიმურაზ ჯორბენაძე - პროფესორი, თსუ  მედიცინის ფაკულტეტის  პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრის გამგე;
ბ) ლიანა კიკალიშვილი  - პროფესორი, თსსუ კლინიკური ანატომიისა  და ოპერაციული ქირურგიის  დეპარტამენტის  ხელმძღვანელი;
გ)  ლეილა ჯანდიერი  -  თსსუ  კლინიკური ანატომიისა   და  ოპერაციული   ქირურგიის დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორი.
დ) დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ - თეიმურაზ ჯორბენაძე, საკონკურსო  კომისიის  თავმჯდომარის   მოადგილედ  -  ლიანა კიკალიშვილი  და საკონკურსო კომისიის მდივნად - ლეილა ჯანდიერი;
2. დაევალოს საკონკურსო კომისიას  კონკურსანტთა  განცხადებებისა  და   თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 25 მაისისა.
4.   ბრძანების   დაინტერესებულ   პირთათვის    კანონმდებლობით   დადგენილი    წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია