საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ასისტენტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების   შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 6 მარტის N49/02-01 ბრძანების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამხმარე      საგანმანათლებლო      ერთეულის            - პორტუგალიური ენისა და კულტურის   ცენტრის ასისტენტის საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)     მარინე     კობეშავიძე     -     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  გიორგი  შამათავა  -    ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  მოადგილე  -
კომისიის  წევრი;
გ) მარია ლუიზა    ნორტონ პინტუ ტეიშეირა  - პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრის ხელმძღვანელი -  კომისიის  წევრი;
დ) დარეჯან გარადავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი - კომისიის წევრი;
ე) რუსუდან დოლიძე - ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსი, ასოცირებულიპროფესორი; - კომისიის წევრი;
ვ) მარიამ რაზმაძე - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ჯგუფის ლიდერი,- კომისიის წევრი;
ზ) მაია ჭელიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი- კომისიის მდივანი;
2. დამტკიცდეს დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის   -   პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრის ასისტენტის შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი1);
3. დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის   -   პორტუგალიური ენისა და კულტურის    ცენტრის  ასისტენტის  საკონკურსო  კომისიის  მუშაობის  ვადა განისაზღვროს 2023 წლის 21 მარტიდან 2023 წლის 28 მარტის ჩათვლით.
4. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრი);
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ლაშა საღინაძე