,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე და 63-ე მუხლების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თამარ თათრიშვილის 2023 წლის 14 მარტის N4917/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმის -
„პოლიმერებსა და პოლიმერული მასალების ქიმიაში“ (ICSP&AM8) ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ რექტორის 2022 წლის 12 დეკემბრის N364/01-01 ბრძანებაში და პირველი პუნქტის შესავალი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. 2023 წლის 1-3 აგვისტოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით კავკასიის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმის - „პოლიმერებსა და პოლიმერული მასალების ქიმიაში“ (ICSP&AM8) ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია