საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის    დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ინსტიტუტის   დირექტორის ირმა რატიანის    2023 წლის 16 მარტის N6910/10 წერილის   (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2023 წლის 14 მარტის   სხდომის ოქმი N3) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის
სახელობის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მეცნიერი თანამშრომლების    შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზაზა აბზიანიძე - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის      ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) ივანე ამირხანაშვილი - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის     ინსტიტუტის რუსთველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) ლევან ბრეგაძე - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის       ინსტიტუტის გალაკტიონოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
დ) მაია ნინიძე - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის    ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მაია ჯალიაშვილი - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის     ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ზაზა აბზიანიძე,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის    მოადგილედ    ივანე    ამირხანაშვილი,    საკონკურსო    კომისიის    მდივნად    მაია ჯალიაშვილი.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს  შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 25 აპრილისა
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით   გადაეცეს   დაინტრესებულ პირს და შესაბამის    სტრუქტურულ     ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,   შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი    ჯაბა სამუშია