საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი  განათლების შესახებ’’  საქართველოს კანონის  22-ე მუხლის   პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9, და მე-11 პუნქტების, ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი  მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში  სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების  თაობაზე“ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის N61/01/01 ბრძანების მეორე პუნქტის დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 03 აპრილის N8780/27, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 03 აპრილის N8804/26, უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის დირექტორის 2023 წლის 05 აპრილის N9235/10, უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის  დირექტორის  2023  წლის  04  აპრლის N8946/10  და  უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2023 წლის 06 აპრილის N9350/10 კორესპონდენციების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  იაკობ  გოგებაშვილისადმი   მიძღვნილი  ქართველოლოგიის დარგში  სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და  დადგენილი  წესით ჩატარების უზრუნველყოფის  მიზნით შეიქმნას  სსიპ   -   ივანე    ჯავახიშვილის სახელობის თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის   საორგანიზაციო  კომიტეტი   შემდეგი შემადგენლობით:
ა)    ეკატერინე  ნავროზაშვილი   –  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) ქეთევან ჭკუასელი  – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის  მოადგილე;
გ) თეიმურაზ პაპასქირი  - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის   პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
დ)  რუსუდან სანაძე – ფსიქოლოგიისა და  განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ე) ანა ლეთოდიანი  – თსუ  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ვ)  გიორგი  გოგოლაშვილი -  თსუ არნოლდ ჩიქობავას  სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტის  ქართველურ  ენათა  განყოფილების  ხელმძღვანელი, მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ზ)   ნანა   ბახსოლიანი   –   თსუ  ივანე ჯავახიშვილის  ისტორიისა   და   ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
თ) მედეა ღლონტი – თსუ  არნოლ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტის დირექტორის     მოადგილე,    მთავრი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ი) თეა ქამუშაძე – თსუ  ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, კომიტეტის მდივანი;
კ) ლილი მეტრეველი – თსუ  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე  ბრძანების  გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3.    ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია