საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის   წესდების  მე-15  მუხლის  პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების,  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს  2023  წლის 10 აპრილის N4 სხდომის ოქმის დღის წესრიგის    მე-2    საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.   ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ნაკვეთი N06/020, მდებარე უნივერისტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი 01.14.06.006.116) ნაწილის, დაახლოებით 25,800 კვადრატული მეტრის გამიჯვნაზე, ცალკე მიწის ნაკვეთად რეგისტრაციასა და გასხვისებაზე შესაბამისი დასკვნის (რეკომენდაციის) მომზადების მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლაშა საღინაძე  (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) - კომისიის თავმჯდომარე;
ბ)გიორგი შამათავა (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე) - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნაზირა კაკულია (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრი) -კომისიის წევრი;
დ) ილია თავხელიძე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრი) -კომისიის წევრი;
ე) მარიამ ახალკაციშვილი (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი,  წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრი) -კომისიის წევრი;
ვ) მაკა მურვანიძე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი,  წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრი) -კომისიის წევრი;
ზ) მაია ივანიძე (იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი) -კომისიის წევრი; 
თ) ზურაბ      გაიპარაშვილი      (საუნივერსიტეტო      ბიბლიოთეკის      ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრი) -კომისიის წევრი;
ი) ნინო პავლიაშვილი (ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი, წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრი) -კომისიის წევრი;
კ)დავით     ნებიერიძე     (ეკონომიკისა     და     ბიზნესის     ფაკულტეტის     სტუდენტი, წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრი) -კომისიის
ლ) გიორგი არქანია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრი) -კომისიის წევრი;
მ) დავით შუბითიძე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრი) -კომისიის წევრი;
ნ) საბა ქერქაძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი) - კომისიის წევრი.

2. დაევალოს კომისიას კომისიის სხდომის მდივნის არჩევა, კომისიის პირველ სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე    ბრძანება    დაინტერესებული    პირის    მიერ    შეიძლება    გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე