საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, შოთა რუსთაველის     სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 26 აპრილის N12/04 ერთობლივი ბრძანებისა და   შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის   დირექტორის  ირმა რატიანის  2023 წლის  25 აპრილის    N10796/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის   2023 წლის 12 აპრილის   სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 
1. დამტკიცდეს    სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის   შოთა რუთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

ქართული  ლიტერატურის  განყოფილება
ქეთევან ჯიშიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი   0.5 საშტატო ერთეული

ფოლკლორის   განყოფილება
ქეთევან სიხარულიძე  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი   0.5 საშტატო ერთეული

ტექსტოლოგიური  კვლევების  ცენტრი
მაია არველაძე - მეცნიერი თანამშრომელი  0.5 საშტატო ერთეული

გალაკტიონოლოგიის  სამეცნიერო  კვლევითი  ცენტრი
ლევან  ბებურიშვილი  -  უფროსი  მეცნიერი  თანამშრომელი     1.  0     საშტატო ერთეული

ციფრული  ლიტერატურის  ლაბორატორია
სალომე ლომოური -  მეცნიერი თანამშრომელი  0.5 საშტატო ერთეული


2. დაევალოს   პერსონალის   მართვის   დეპარტმენტს   არჩეულ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების  გაფორმება.
3. წინამდებარე ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია