საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,   მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 26 აპრილის 12/04    ბრძანების   და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2023 წლის 25 აპრილის N10850/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2023 წლის   25 აპრილის   სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:


ა) ქიმიური ეკოლოგიის  ლაბორატორია:
ნათია ბარბაქაძე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (10 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული

ბ) აგრარული ქიმიის  ლაბორატორია:
მაია  გოგალაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული

გ)   ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია:
ალექსანდრე დადიანიძე - მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1  საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის   მეცნიერ თანამშრომლებთან.
3.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია