საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და  "პ"  ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების  დანართი   N1-ის მე-6 მუხლის მე-16, მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 26 აპრილის N12/04 ერთობლივი ბრძანების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის დ. კორძაიას 2023 წლის 24 აპრილის N10703/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2023 წლის 19 აპრილის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს    სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის    -    ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო) თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:

ა) მანანა კაკაბაძე -    კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - 1 საშტატო ერთეული (უვადოდ);

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მანანა კაკაბაძესთან.
3. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   ჯაბა სამუშია