საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, საგამოცდო ცენტრის უფროსის მ. ჩიღვინაძის 2023 წლის 15 მაისის N12754/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შუალედური გამოცდების (I და II კოლოქვიუმი) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით პერსონალის მოწვევის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 26 აპრილის N354/02-03 ბრძანებაში და დანართი N1 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1).

2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საგამოცდო ცენტრს.

3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საგამოცდო ცენტრი, შიდა აუდიტის სამსახური).

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე