საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2023 წლის 23 მაისის   „ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“ (კოდი 07.05.03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის,   N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ“ N110/01-01  ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

თარიღი: 25/05/2023

ბრძანების N:: 112/01-01

„უმაღლესი   განათლების   შესახებ"   საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 58-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის   პირველი  პუნქტის,  მე-8  პუნქტის „ა“,  „ბ“  „ო“ და  „პ“  ქვეპუნქტების  და  მე-9 პუნქტისა  და  საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის  2021  წლის  18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების“  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.   ტექნიკური შეცდომის  გასწორების მიზნით (შეცდომა დაშვებული იქნა ბრძანების N1  დანართში  მითითებულ  წელში/სასწავლო წლის  სემესტრის   დასახელებაში) „ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით  გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“ (კოდი 07.05.03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან  წარმატებული   სტუდენტების  წახალისების   წესის დამტკიცების თაობაზე“  ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის, N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის      სახელმწიფო     უნივერსიტეტის     მიერ     წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2023 წლის
23 მაისის  N110/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე  თანდართული  სახით (დანართი N1);
2.   ბრძანების  დაინტერესებული პირისათვის   გადაცემა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3.   ბრძანების     ყველასთვის     ხელმისაწვდომ     ადგილას    განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.   ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


 რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია