საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2023 წლის 23 მაისის №13910/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 21 მაისის 87/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ   №1 დანართში შევიდეს ცვლილება  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობა:


ა) ზურაბ გაიპარაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ღვედაშვილი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საბჭოს წევრი;
გ) შოთა ფოთოლაშვილი - ხარისხის სამსახურის უფროსი - საბჭოს წევრი;
დ) თამარ გიორგაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ე) თამარ ბაგრატიონი –  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
ვ) ლია გოგიაშვილი-შარიფაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;

ზ)ირაკლი  დვალიძე  –  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  იურიდიული  ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
თ) მარინე დგებუაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
ი) ქეთევან  ნაკაშიძე  –   უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის   მედიცინის  ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე  - საბჭოს წევრი;
კ) ლია  გურული – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის ბიბლიოთეკის  გამგე - საბჭოს წევრი;
ლ) ირმა   კოპალეიშვილი   –   საფინანსო   დეპარტამენტის   აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების  უფროსი სპეციალისტი - საბჭოს წევრი;
მ) ციური კოჭლაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე -  საბჭოს წევრი;
ნ) მარიამ ღლონტი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების მიმართულების  სტუდენტი - საბჭოს წევრი;
ო) ნიკოლოზ თომასიანი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი - საბჭოს წევრი.“
2. ბრძანების   განხორციელებაზე   პასუხისმგებლობა   დაეკისროს   უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე