საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის N111/ნ ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 08 აგვისტოს N22410/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ

1. განისაზღვროს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადად - 24 აგვისტო - 13 სექტემბერი/გარდა უქმე და დასვენების დღეებისა; 11 საათიდან 17 საათამდე, თსუ მე-3 კორპუსი, ჭავჭავაძის 11, ოთახი 110;

2. განისაზღვროს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ) ფოტოსურათი ¾, ბეჭდური (2 ცალი, ელექტრონული ვერსია CD-ზე);

დ) ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის);

ზ) ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი საგნის გამოცდის ჩაბარების თაობაზე.

3. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები შემდეგი სახით:

ა) გამოცდა - 15 სექტემბერი 14:00 სთ (უნივერსიტეტის ქ.№11, თსუ ბიბლიოთეკა);

ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება -18 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -19 სექტემბერი (09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე)

დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება- 20 სექტემბერი;

ე) საბოლოო შედეგების გამოცხადება - 21 სექტემბერი;

ვ) ხელშეკრულების გაფორმება - 22-25 სექტემბერი (თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი 110);

ზ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 26 სექტემბრამდე.

თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 27 სექტემბერი

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი ჯაბა სამუშია