„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის N27217/31-02 , 20.09.2023 წარდგინებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N27225/26, 21.09.2023 წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამის ვაკანტურ ადგილებში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
N | სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა | ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
---|---|---|
1 | სამართალი | 45 |
2. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტურ ადგილებში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
N |
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა |
ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
1 | განათლების ფსიქოლოგია | 4 |
2 | ფსიქოლოგია | 17 |
3 | კულტურული პერსონოლოგია,ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და მიგრაციის კვლევები | 1 |
4 | პროფესიული განათლება (ინგლისურენოვანი) | 6 |
5 | განათლების მეცნიერებები (ერთობლივი) |
11 (თსუ-9; აწსუ-2) |
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია