,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 28 სექტემბრის N274/02-01 ბრძანების და თსუ საფინანსო დეპარტამენტის ექსპერტის მურმან ცარციძის 2023 წლის 20 ოქტომბრის N31301/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 06 ოქტომბრის N286/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ N1 დანართში:
ა) N1 დანართის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ირმა ჭანტურია - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების საწყობის მენეჯერი - თსუ პირველ სასწავლო კორპუსში მდებარე საწყობში მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“;
ბ) N1 დანართის 29-ე მუხლი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ზურაბ მატიაშვილი - სამეურნეო განყოფილების ღონისძიებების მენეჯერი - განყოფილებაში არსებულ და თსუ საწყობიდან მიღებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა