საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, თსუ-ის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 31 ოქტომბრის N32662/10 კორესპონდენციის და დამოუკიდებელი შემფასებლის 2023 წლის 22 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი N4 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N4 - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის განკარგულებაში არსებული სივრცეები).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფო რმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე