,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „გერმანული ენა A1 (ინტენსიური კურსი)“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 01 ნოემბრის N266/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 03 ნოემბრის N. 33107/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „გერმანული ენა A1 (ინტენსიური კურსი)“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 64 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 750 ლარის ოდენობით; თსუ თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის 650 ლარის ოდენობით;
2. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგნაირად: ჯგუფში 8 და ნაკლები მსმენელის არსებობის შემთხვევაში 1 საათი - 50 ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით); ხოლო ჯგუფში 9 და მეტი მსმენელის არსებობის შემთხვევაში 1 საათი - 63 ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე