საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2023 წლის 2 ნოემბრის N33068/10 და რექტორის აპარატის და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის 2023 წლის 15 ნოემბრის N34607/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინაუგურაციის და პირის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის სადღესასწაულო ცერემონიების გამართვის თაობაზე წესის შემუშავების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ა) მიხეილ ბახტაძე - აკადემიური საბჭოს წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ბ) ნიკოლოზ ჯავახიშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

გ) ზურაბ გაიპარაშვილი - თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

დ) ნინო უგრეხელიძე - უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ე) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა სამუშაო ჯგუფმა, არაუგვიანეს 2023 წლის 5 დეკემბრისა უზრუნველყოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინაუგურაციის და პირის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის სადღესასწაულო ცერემონიების გამართვის წესის პროექტის შემუშავება და რექტორისათვის შესათანხმებლად წარდგენა, შემდგომში აღნიშნული წესის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცების მიზნით.

3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია