საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 4 დეკემბრის N303/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თარიღი: 11/12/2023

ბრძანების N:: 308/01-01

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის N150909 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 4 დეკემბრის N303/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-2 პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -

,,ა.ბ) გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური (სამეცნიერო პუბლიკაცია, სამეცნიერო პროექტში მონაწილეობა და სხვ.), შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით), იმიტირებული სასამართლო პროცესი (აქტივობა ფასდება 2 ქულით);“.

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია