საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა",  ,,ბ”,  ,,ო”,  და  "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის   და   ინსტიტუციონალური   განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (N 38109/10; 14.12.2023) საფუძველზე.

    ვბრძანებ:

    1. ჩატარდეს კონკურსი 2023/2024 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+  საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
    2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 26 დეკემბერს.
    3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

    ა) ლაშა საღინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
    ბ) შოთა ფოთოლაშვილი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
    გ) თეა გერგედავა, თსუ  საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი

    4. დამტკიცდეს კომისიის  მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უცხოელ ვიზიტორთა და გაცვლითი სტუდენტების კოორდინაციის ჯგუფის ლიდერი - მარიამ რაზმაძე 
    5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
    6. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
    7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
    8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


    რექტორი ჯაბა სამუშია