საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

    დეკანის ბრძანება

     

    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

    კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ

     

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,კ“ ქვეპუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის“ #1 დანათის  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

    ვბრძანებ:

    1. განისაზღვროს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით:

    ა) ლილი ხეჩუაშვილი - ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;

    ბ) ქეთევან ბაქანიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;

    გ) თამარ მანაგაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მტავარი სპეციალისტი;

    დ) თამარ ხიდაშელი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;

    ე) მანანა მელიქიშვილი - ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში;

    ვ) ეფემია ხარაძე - ასისტენტ პროფესორი.

    2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

    3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვრდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

    4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.