საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსის 2024 წლის 22 იანვრის 1105/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების (არჩევნების) პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მერი კაპანაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;

ბ) აკაკი მიქაბერიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში;

გ) ზურაბ გოგშელიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

დ) ვალერი არღუთაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ე) პავლიკა ჯაგუნავა - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათაფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ვ) მირანდა მიქაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ზ) ლუკა ტაბიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტი;

თ) გიორგი სამუშია - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.

6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

რექტორი ჯაბა სამუშია