საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, წარმომადგენლობითი სამჭოს 2023 წლის 26 დეკემბრის N7 სხდომის ოქმის და ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 იანვრის 1/04 ერთობლივი ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შესარჩევად.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება შეადგენს თვეში 2200 (ორიათასი ორასი) ლარს (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. 3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ)არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 1 წელი ხელმძღვანელის/მენეჯერის პოზიციაზე.

გ) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი (აკრედიტებული პროგრამის)

დ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს ორგანული კანონი ,, საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; თსუ შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები, ეთიკის კოდექსი, თსუ წესდება, შრომის უსაფრთხოების სამსახურის დებულება, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ,,სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქცია“.

4. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

ა) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

ბ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

გ) ოპერატიულობა;

დ) კომპიუტერული უნარები;

ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

ზ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

თ) დასაბუთების უნარი;

ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა.

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) უხელმძღვანელოს და წარმართოს სამსახურის საქმიანობა;

ბ) წარმოადგინოს სამსახური დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და აიღოს პასუხისმგებლობა სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) გაანაწილოს მოვალეობები სამსახურის თანამშრომლებს შორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, მისცეს მათ მითითებები და დავალებები;

დ) ზედამხედველობა გაუწიოს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, განახორციელოს მათ მიერ უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;

ე) ხელი მოაწეროს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში მოახდინოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;

ვ) წარადგინოს ანგარიში სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად, აგრეთვე ნებისმიერ დროს უნივერსიტეტის რექტორის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით;

ზ) ორგანიზება გაუწიოს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, ამისთვის წარუდგინოს უნივერსიტეტის რექტორს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს/ან მისი ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირს წინადადებები ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

თ) წარუდგინოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს/ან მისი ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირს წინადადებები სამსახურის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) უშუამდგომლოს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურის სახელით გასცეს დასკვნები;

ლ) პერიოდულად მოისმინოს სამსახურის თანამშრომლების ანგარიში მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) უშუამდგომლოს სამსახურის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე, განახორციელოს ამ დებულებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი არაუგვიანეს 2024 წლის 30 იანვრისა;

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2024 წლის 26 იანვრიდან 2024 წლის 30 იანვრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი“.

10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2024 წლის პირველი თებერვლისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა საღინაძე