საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-16, მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 28 ნოემბრის N28/04 ერთობლივი ბრძანების, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებისა და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დ. კორძაიას 2024 წლის 22 იანვრის N1263/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 22 იანვრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (10 წლის ვადით, უვადოდ) თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით: კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტი

ა) ნოდარ ხოდელი - კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - ერთი საშტატო ერთეული (უვადოდ);

ბ) ზურაბ ჩხაიძე - კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - ერთი საშტატო ერთეული (უვადოდ); კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტი

ა) ელენე ნიკობაძე - კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - ერთი საშტატო ერთეული (10 წლის ვადით).

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს ნოდარ ხოდელთან და ზურაბ ჩახაიძესთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში ცვლილების შეატანა.

3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ელენე ნიკობაძესთან.

4. წინამდებარე ბრძანება ძალაშია 2024 წლის 22 იანვრიდან.

5. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი