საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ მე - 4 მუხლისა და საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის 2024 წლის 1 თებერვლის N2257/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 8 მაისის N102/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით - ,,თ) მზია წერეთელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;’’

ბ) ამოღებულ იქნას ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების დაინტერესებული პირებისთვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე