საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-16, მე-17, მე-18, მე20 და 21-ე პუნქტების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 28 ნოემბრის N28/04 ერთობლივი ბრძანებისა და თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2024 წლის პირველი თებერვლის N2321/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 30 იანვრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად: ლექსიკოლოგიის განყოფილება

ა) ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - ერთი საშტატო ერთეული 2

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანთან.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია