საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01- 01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართს (,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესი“) მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე - 4 მუხლი:

,,მუხლი 4. სტუდენტთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი

1. უნივერსიტეტში შესაბამისი მართვის ორგანოებისა თუ უფლებამოსილ თანამდებობის პირების მიერ გამოცემული იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების, რომლებიც ეხება უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, სტუდენტებისათვის გაცნობა გარდა საჯაროდ გამოქვეყნების გზისა, ასევე განხორციელდეს ინდივიდუალურად, თითოეული სტუდენტისათვის, ქვემოთმოცემული წესით:

ა) უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ (შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ამ აქტის მოკლე შინაარსი) დაეგზავნოს სტუდენტებს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემით და უნივერსიტეტის სტუდენტთა ელექტრონულ ფოსტაზე, ასევე პირად მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით (მოკლე შინაარსი შესაბამისი აქტის თაობაზე) ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში;

ბ) საფინანსო საკითხებთან დაკავშირებული (სასწავლო ქირის ოდენობა, გადახდის ვადები, დავალიანებები და სხვ.) ინფორმაცია, სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა, არანაკლებ თვეში ერთხელ, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემისა და სტუდენტის ელექტრონულ ფოსტის მეშვეობით, ასევე პირად მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით (მოკლე შინაარსი შესაბამისი აქტის თაობაზე) ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში;

გ) უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ ფაკულტეტის სტუდენტებისათვის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოკლე შინაარსის თაობაზე ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, მათ ხელთ არსებული საშუალებებით.“.

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი