საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, მე-11 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი  სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების  დამტკიცების  შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის  მე-4  მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, რექტორის 2024 წლის 20 ივნისის N160/01-01 ბრძანების, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მირიან ტაბიძის 2024 წლის 27 ივნისის N16819/10 (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 21 ივნისის სხდომის ოქმი N6/24) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ტექნიკური  შეცდომის გასწორების  მიზნით  (ბრძანებაში ნაცვლად მთავარი მეცნიერი თანამშრომელისა მითითებული იყო უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით  ერთეულში  - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი  ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით  ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის შესარჩევად  საკონკურსო  კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ - რექტორის 2024 წლის 21 ივნისის N162/01-01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით   ერთეულში    -   ნოდარ ამაღლობელის სახელობის  მაღალი  ენერგიების   ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით  ინსტიტუტში მთავარი  მეცნიერი  თანამშრომლის  შესარჩევად  საკონკურსო  კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’.
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით  ერთეულში    -   ნოდარ ამაღლობელის სახელობის  მაღალი  ენერგიების  ფიზიკის  სამეცნიერო-კვლევით  ინსტიტუტში მთავარი   მეცნიერი   თანამშრომლის  თანამდებობაზე  შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მერაბ ელიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის   ზუსტ  და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.
ბ) თამაზ კერესელიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის   ზუსტ  და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი.
გ) მერაბ გოგბერაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ზუსტ  და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
2.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   ნოდარ  ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი).
3.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე