საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე  მუხლის პირველი  და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და  მე-2  ნაწილების, 56-ე  მუხლის მე-2  და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“,  „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და  მე-9  და მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს ცვლილება  “სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის  მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 22 ივლისის № 207/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ო) გამოცდა/გასაუბრება   სპეციალობაში   (იმ   საგანმანათლებლო  პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 18 სექტემბერი (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 13-14 სექტემბერი)

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება  განათავსოს ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე