საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 20 სექტემბრის, N24480/28, N24481/28 და N24531/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 20 სექტემბრის N24546/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 19 სექტემბრის N24424/30; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 19 სექტემბრის N24399/29; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 19 სექტემბრის N24441/31-01; მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 19 სექტემბრის N24377/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 19 სექტემბრის N24474/26 წარდგინებებისა და სსიპგანათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ასახული დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ მობილობის წესით 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1)

1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; (დანართი №2);

1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; (დანართი №3);

1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);

1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5 );

1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6 );

1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);

2. თსუ-ს რექტორის ბრძანება გამოცემიდან აისახოს სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი