საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლების, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების, გრანტი/კრედიტისა და საკუთარი შემოსავლების ფარგლებში, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების თანდართული გეგმა დაფინანსების წყაროების შესაბამისად (დანართი N1, N2,N3).

2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების თანდართული გეგმა კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

7. ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, მისამართზე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი