საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N85/01-01 05/05/2025   ბრძანებით პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე ვბრძანებ:

    1) განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  N 85/01-01 05/05/2025   ბრძანების შესაბამისად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 136 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;

    2) დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

    • მანანა შამილიშვილი  – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
    • თეონა თაბუაშვილი -წამყვანი სპეციალისტი; კომისიის მდივანი
    • მაია კოტრიკაძე - უფროსი სპეციალისტი;
    • თამარ გოგორიშვილი-უფროსი სპეციალისტი;
    • ლუიზა აბაზაძე-მთავარი სპეციალისტი;
    • ნათია დათიაშვილი-მთავარი სპეციალისტი;
    • თამარ ქარსაულიძე-წამყვანი სპეციალისტი;

    3) საბუთები მიიღება:  13-16 მაისი 16 საათამდე  VI კორპუსი, # 201

    4) კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს  23 მაისს

    5) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა ;

    6) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

     

    სალომე დუნდუა,

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა

    ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი