საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის  11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის    - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  მე-15  პუნქტის , „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის   პერსონალის  შერჩევის   წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის  წესის  მე-4  მუხლის   მე-10   - მე-12 პუნქტების, 06.06.2025 ბრძანების    (N  116/01-01) და  საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის  მოვალეობის შემსრულებლის  წერილის   (N  14324/10; 11.06.2025) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2024/2025 და 2025/2026 სასწავლო წლებითვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ და გერმანიის აკადემიურიც გაცვლის  სამსახურის  (DAAD)  აღმოსავლეთ პარტნიორობის  პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თსუ-ს აკადემიური პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 11 ივნისს დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლაშა საღინაძე, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ერეკლე ასტახიშვილი,  თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;
ბ) კახაბერ ჭეიშვილი,  თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;

გ) ნათია ჩიტაშვილი, თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის  ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის წევრი;

3.  დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.

4.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5.  კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის  წესის  დამტკიცების თაობაზე  უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.

6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე