საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, წ3-ე მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, მე-11 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის, 61-ე მუხლის, პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დიპლომების, სერტიფიკატების) შენახვასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის კურსდამთავრებულთა  მომსახურების ცენტრის წამყვან სპეციალისტ ნაზი ქემოკლიძე-მახარაძეს;
2. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების) დაბეჭდვაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის    წამყვან სპეციალისტ მზია სხირტლაძეს;
3. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების) შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის წამყვან სპეციალისტ ქეთევან გუგეშაშვილს;
4. შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლერი თავაძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ლეილა კიკნაძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

გ) ნაზი ქემოკლიძე-მახარაძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

დ) თვალმაისა ჯღარკავა - საფინანსო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

ე) თეკლე მელაძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

5.   მუდმივმოქმედ კომისიას დაევალოს:

ა) მკაცრი აღრიცხვის წუნდებული ფორმების (დიპლომების, სერტიფიკატების) გაუქმება;

ბ) წუნდებული სერტიფიკატებისადა 2005 წლამდე გაცემული დიპლომების გაუქმება და განადგურება;

გ) მკაცრი აღრიცხვის დამტკიცებულ ფორმებთან შეუსაბამო დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების) განადგურება;

6. ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების    (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ“ თსუ რექტორის 2018 წლის 12 იანვრის №04/01-01 ბრძანება;
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9.   წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია