,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 , მე-20 და 21-ე პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე- 3 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 14 მაისის 6/04 ერთობლივი ბრძანების და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნოდარ ვარამაშვილის 2025 წლის 3 ივლისის N16433/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2025 წლის პირველი ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:
ა) გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
ავთანდილ თარხან-მოურავი - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
დავით ოდილავაძე - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი - 1საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
ეკატერინე მეფარიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ბ) დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
მანანა ნიკოლაიშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
გ) ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
დარეჯან კირკიტაძე - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
მარინე ჩხიტუნიძე - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
ხათუნა ელბაქიძე - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
დ) ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის მოდელირების სექტორი:
დიანა კვარაცხელია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
ე) ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
თამარ ჯიმშელაძე - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია 2025 წლის 12 ივლისიდან.
რექტორი ჯაბა სამუშია