,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის , „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-10 - მე-12 პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N16089/10; 01.07.2025) საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით (შეცდომა დაშვებული იქნა ბრძანების სათაურში სტიპენდიის მიმღებთა მითითებისას) 2025 წლის 1 ივლისის 134/01-01 ბრძანების სათაურის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2024/2025 და 2025/2026 სასწავლო წლებითვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე