საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და    24-ე მუხლის  პირველი პუნქტის "ზ"  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის     2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის N190/02-01 ბრძანების და დეპარტამენტის უფროსის ნ. უგრეხელიძის 2025 წლის 2 ივლისის N16380/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან  ურთიერთობის დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან სტუდენტს.
3. კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს: 
ა) სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro;
ბ) ვიდეოკამერით მუშაობა.

4.აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 
ა) ქართული ენის ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT.

5.სტაჟიორის   შერჩევისას   ყურადღება   მიექცევა   შემდეგ   პიროვნულ   მახასიათებლებს (უნარებს):

ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა 
ბ) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
გ) დამოუკიდებლად  მუშაობის უნარი 
დ) გუნდური მუშაობის კულტურა
ე) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა 
ვ) ტექნიკური უნარ-ჩვევები
ზ) ინიციატივის გამოვლენა
თ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის  უნარი 
ი) კომუნიკაბელურობა
კ) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

6. სტაჟიორის ფუნქცი- ვალდებულებებია:

ა) თსუ-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების  ვიდეოგადაღება; 
ბ) საიმიჯო მასალის ვიდეოგადაღება;
გ) ვიდეომასალის მონტაჟი; 
დ) ვიდეოარქივის წარმოება;
ე) საჭიროების შემთხვევაში თსუ სოციალური მედიის პლატფორმებისთვის გრაფიკული მასალის მომზადება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში თსუ-ის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა;
ზ) თსუ  კორპუსებში განთავსებული მონიტორებისთვის კონტენტის შექმნა და განთავსება; თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის აქტივობებში  მონაწილეობა.
7.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განაცხადება   კონკურსში  მონაწილეობის თაობაზე  (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
ბ) CV;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხოენის ცოდნის   დამადასტურებელი  დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის  ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“  (სტაჟიორის  პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

8. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 11 ივლისიდან 18 ივლისამდე.
9. კონკურსში  მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების  შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის საფუძველზე, ინდენტიფიცირებული აპლიკანტები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.
10. სტაჟირების პერიოდი განისაზღვრება 3 (სამი) თვე. ანაზღაურებადი სტაჟირება განისაზღვრება თვეში 700 (შვიდასი)  ლარის ოდენობით.
11. კონკურსში  მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე  და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ ელ-ფოსტაზე. შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.
12. მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა  იქნეს 2025 წლის
11 ივლისიდან  18 ივლისის  ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე  : stajireba@tsu.ge სათაურის  ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
13. ინფორმაცია ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში  სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ" განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.
14. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 4 აგვისტოსი.
15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის  დეპარტამენტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტი).
16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე