,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილების დანართი N1- ის მე-6 მუხლის მე -17, მე -18 და მე -20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების მე - 8 მუხლის და მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის N10/04 ერთობლივი ბრძანების, ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2025 წლის 9 ივლისის N16943/10 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2025 წლის 4 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N 2) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:
მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო -კვლევითი განყოფილება
მირიან გაგნიძე - 0.5 საშტატო ერთეული ავთადილ კვიციანი - 0.5 საშტატო ერთეული
ენერგეტიკული რესურსებისა და ახალი ტექნოლოგიების სამეცნიერო - კვლევითი განყოფილება
ვახტანგ გელაძე - 0.5 საშტატო ერთეული
გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
დავით ყუფარაძე - 1 საშტატო ერთეული
მინერალური ნედლეულის ეკონომიკისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მანანა ოთარაშვილი - 1 საშტატო ერთეული
სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების და ჩამდიწარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
ნინო შეყრილაძე - 0.5 საშტატო ერთეული კარინე ხაჩატურიანი - 1 საშტატო ერთეული ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო -კვლევითი განყოფილება მარინე კანდელაკი -1 საშტატო ერთეული
ნანული ჩხობაძე -1 საშტატო ერთეული
სილიკატებისა და საშენი მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო -კვლევითი განყოფილება
იოსებ გეჯაძე - 1 საშტატო ერთეული
მარინე ნადირაშვილი -1 საშტატო ერთეული
საგამოცდო ცენტრი „გეოანალიტიკა“
ლალი ახალბედაშვილი - 1 საშტატო ერთეული ნინო გაგნიაშვილი - 1 საშტატო ერთეული
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან;
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი);
5. ბრძანება ძალაშია 2025 წლის 12 ივლისიდან.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე