საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე  მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტებისა და  2025 წლის 11 ივლისის N11311/28 წერილის საფუძველზე

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის   ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების  2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის  ვადები შემდეგი სახით:

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი: 
ა)ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 18-22 აგვისტო;
ბ) აკადემიური  რეგისტრაცია - 22 აგვისტო;
გ) სალექციო პერიოდი - 25 აგვისტო - 13 დეკემბერი; 
დ) საგამოცდო პერიოდი - 15- 20 დეკემბერი;


2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:

ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 5 – 15 იანვარი 
ბ) აკადემიური  რეგისტრაცია - 15 - 16 იანვარი;
გ) სალექციო პერიოდი - 20 იანვარი - 8 მაისი; 
დ) საგამოცდო პერიოდი -11 -16 მაისი;

2025-2026 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრი:
 
ა) აკადემიური  რეგისტრაცია - 15 მაისი-18 მაისი; 
ბ) სალექციო პერიოდი - 25 მაისი - 15 აგვისტო;
გ) საგამოცდო პერიოდი -19 - 24 აგვისტო;


2.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე