"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დ. თვალთვაძის 2025 წლის 5 აგვისტოს N19674/27 განცხადების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურში 1 ვაკანსია ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ბაკალავრი/მაგისტრი ან სტუდენტს.
3. კონკურსში მონაწილე პირი უნდა იცნობდეს:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება (სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ფუნქციები)
4. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ქართული ენის ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT.
5. სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა
ბ) დავალების შესრულების ხარისხი
გ) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
დ) დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
ე) გუნდური მუშაობის კულტურა
ვ) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
ზ) ტექნიკური უნარ-ჩვევები
თ) ინიციატივის გამოვლენა
ი) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი კ) კომუნიკაბელურობა
ლ) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.
6. სტაჟიორის ფუნქცი- ვალდებულებებია:
1. გაეცნოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საკითხების გაცნობასა და დამუშავებაში;
2. გაეცნოს სამსახურის დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელოექტრონული საშუალებებითა და სხვა.
3. შეისწავლოს დოქტორანტების მონაცემების პროცესის მართვა, განახლება და დამუშავება სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში (Excel-ში და https://uni-admin.tsu.ge სისტემაში და სხვადასხვა ბაზაში);
4. მოამზადოს და მოწესრიგოს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა;
5. ითანამშრომლოს დოქტორანტთა საინფორმაციო მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებთან;
6. განახორციელოს დოქტორანტთა ინფორმირება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე და განათავსოს შესაბამისი ინფორმაცია ვებგვერდზე;
7. მონაწილეობა მიიღოს დოქტორანტთა მობილობის პროცესის ორგანიზებაში;
8. უზრუნველყოს ფაკულტეტზე შემოსული სასწავლო პროცესთან დაკავშირებული კორესპონდენციების განხილვა და პასუხის მომზადება;
9. მოამზაადოს საარქივო მასალები;
10. შეისწავლოს დოქტორანტებთან/დოქტორანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებების გაფორმება/გაცემა;
7. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განაცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
ბ) CV;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხოენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).
8. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 21 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით.
9. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტი განხილვის საფუძველზე ინდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.
10. სტაჟირების პერიოდი განისაზღვრება 3 (ექვსი) თვე. ანაზღაურებადი სტაჟირება განისაზღვრება თვეში 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
11. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ ელ-ფოსტაზე. შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.
12. მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2025 წლის 21 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურში..
13. ინფორმაცია „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.
14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის სექტემბრის თვეში.
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა