საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით   დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის 2025 წლის 20 აგვისტოს N20629/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს ცვლილება  ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის  საგანმანათლებლო  პროგრამებზე    ვაკანტური     ადგილების განსაზღვრის შესახებ”  რექტორის  2025 წლის  31 ივლისის   N 160/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით   დამტკიცებულ  დანართში   და   მედიცინის   ფაკულტეტის ვაკანტური ადგილების      განმსაზღვრელი      ცხრილის      პირველი      ნომერი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

N დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დასახელება  ვაკანტური ადგილების რაოდენობა
1 კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა 28


‘‘

2. ბრძანების დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დაევალოს თსუ  კანცელარიას;

3.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე