,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 09 სექტემბრის MES 5 25 0001206013 და განათლების , მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 28 იანვრის MES 62 50 0000 73257 ბრძანებების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის 23 სექტემბრის MES 0 25 0001209060 წერილის , თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2025 წლის 01 ოქტომბრის N24567/10 წერილის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2025 წლის 01„ ოქტომბრის N228/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2025 წლის 02 ოქტომბრის N24812/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის მომზადების 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) სააუდიტორიო მეცადინეობები - 2025 წლის 7 ოქტომბერი - 30 დეკემბერი; 2026 წლის 6 -18 იანვარი;
ა.ბ) საგამოცდო პერიოდი - 2026 წლის 13 იანვარი - 18 იანვარი;
ა.გ) არდადეგები - 2025 წლის 31 დეკემბერი - 2026 წლის 5 იანვარი; 2026 წლის 20 თებერვალი - 2 მარტი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) სააუდიტორიო მეცადინეობები - 2026 წლის 3 მარტი - 14 ივნისი; ბ.ბ) საგამოცდო პერიოდი - 2026 წლის 9 ივნისი -14 ივნისი;
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“-ს ხელმძღვანელისა და პროგრამის კოორდინატორის ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:
ა) პროგრამის ხელმძღვანელის ინგა სანიკიძის ანაზღაურება განისაზღვროს ყოველთვიური ანაზღაურების სახით 1000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), რომელიც მოიცავს 2025 წლის 07 ოქტომბრიდან 2026 წლის 14 ივნისამდე პერიოდს.
ბ) პროგრამის კოორდინატორის ანა დოლიძის ანაზღაურება განისაზღვროს ყოველთვიური ანაზღაურების სახით 900 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), რომელიც მოიცავს 2025 წლის 07 ოქტომბრიდან 2026 წლის 14 ივნისამდე პერიოდს.
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“-ს სრული კურსის მომზადების საფასური 2025-2026 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:
ა) „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის“ შესაბამისად ზემოაღნიშნული აბიტურიენტები გაივლიან ქართული ენისა და ლიტერატურის ინტენსიურ სასწავლო კურსს 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში (30 სასწავლო კვირის მანძილზე);
ბ) სავალდებულო საგანი - ქართული ენაში მოსამზადებელი სრული კურსი შედგება 4 კომპონენტისგან (კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა, წერა); სწავლების პირველი სამი თვე მოიცავს - 12 სასწავლო კვირა და 1 კვირა შუალედური გამოცდისთვის, კვირაში 16 საათი (კვირაში 8 საათი 2- ჯერ), შუალედური გამოცდა 4 საათი, სულ ჯამურად მოიცავს 196 საათს;
გ) ძირითადი საგანი - ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი ისწავლება შეფასებისა და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული პროგრამით (შემდგომი 17 სასწავლო კვირა) და მოიცავს 102 საათს, კვირაში 6 საათი ( ქართული ლიტერატურა 2 გაკვეთილი 2-2 აკადემიური საათი, ქართული ენა - 2 აკადემიური საათი);
დ) არჩევითი საგნები - მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება, აფხაზური ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა; 17 სასწავლო კვირის განმავლობაში თითოეული არჩეული საგანი ჩატარდება კვირაში 4 საათი (2 გაკვეთილი 2-2 აკადემიური საათი), სულ მოიცავს 68 საათს;
ე) 17 სასწავლო კვირის განმავლობაში აბიტურიენტის მიერ არჩეულ საგნების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საგანს;
ვ) სასწავლო ჯგუფებში აბიტურიენტთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 10 აბიტურიენტით;
4. სრული კურსის ღირებულება სავალდებულო და არჩევით მოდულებში ერთი აბიტურიენტისათვის განისაზღვროს 1500 ლარის ოდენობით;
5. აბიტურიენტთა სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის სწავლებისათვის ცალკეულ საგანში ერთი კურსის მოსამზადებლად მასწავლებელთა ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 20 ლარის ოდენობით;
6. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
7. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
8. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე