,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), მუზეუმის დირექტორის მაია გურაბანიძის 2025 წლის 6 ოქტომბრის N24945/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის (არქეოლოგის განხრით) უფროსი სპეციალისტის შტატგარეშე (გამოსაცდელი ვადით) პოზიციაზე.
2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე შრომის ანაზრაურება თვეში განისაზღვრება 1130 (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) კულტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
4. აპლიკანტი უნდა იცნობდეს :
ა) საქართველოს კანონი მუზეუმების შესახებ;
ბ) დამახასიათბელი სპეციფიური ICOM (სამუზეუმო საერთაშორისო საბჭო ) - ის ცოდნა ეთიკური კოდექსი;
გ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე;
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორს-მაჟორულ ვიტარებაში მუშაობის უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის (არქეოლოგის განხრით) უფროსი სპეციალისტის შტატგარეშე ( გამოსაცდელი ვადით) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:
ა) პალეონტოლოგიური მასალების გამოვლენა და შეკრება;
ბ) პალეონტოლოგიური მასალების კლასიფიცირება და სათანადო წესით აღრიცხვა;
გ) სააღრიცხვო დოკუმენტების სათანადო წესით გაფორმება და დაცვაშენახვა;
დ) პალეონტოლოგიური მასალების სათანადო წესით შენახვა და დაცვა;
ე) სარესტავრაციო-საკონსერვაციო მასალების ნუსხის შედგენა;
ვ) პალეონტოლოგიის თემებზე დროებითი გამოფენების მომზადება;
ზ) მკვლევართა მიღება, რეგისტრაცია და მომსახურება;
თ) პალეონტოლოგიურექსპედიციებში მონაწილეობა;
ი) პალეონტოლოგიის თემატიკის სხვადასხვა საკითხების კვლევა, მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში და შრომების პუბლიკაცია;
კ) პალეონტოლოგიის საკითხებზე ვიზიტორების საექსკურსიო მომსახურება;
ლ) პალეონტოლოგიური მასალების ციფრულ ფორმატში მოქცევა;
7.კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკიმენტების ასლები .
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 23 ოქტომბრიდან 2025 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - მუზეუმის (არქეოლოგიის განხრით)უფროსი სპეციალისტი შტატგარეშე(გამოსაცდელი ვადით).
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის (არქეოლოგიის განხრით) უფროსი სპეციაისტის შტატგარეშე (გამოსაცდელი ვადით) პოზიციაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის (არქეოლოგიის განხრით) უფროსი სპეციაისტის შტატგარეშე
(გამოსაცდელი ვადით) პოზიციაზე გამოცხადების შესახებ’’ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 10 ნოემბრისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,მუზეუმი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე