საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის  დამტკიცების  შესახებ"  საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის  2021 წლის 18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით   დამტკიცებული  „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს    2011 წლის    25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული  "სასწავლო პროცესის  მარეგულირებელი  წესის"  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2026 წლის 18 თებერვლის N3337/30, ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 18 თებერვლის N3285/26, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის  2026 წლის  18 თებერვლის  N334428, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 18 თებერვლის N3335/31-01, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 18 თებერვლის N3350/27, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის    დეკანის     2025 წლის     18 თებერვლის     N3346/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 18 თებერვლის N3336/32 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.გადაყვანილ    იქნენ     2025-2026 გაზაფხულის   სემესტრში   შიდა   მობილობის   წესით შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების/პროგრამების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკლიტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი N7).


2. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ძირითადი  მიზნების მიღწევამდე;
3.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი    მონაცემების     გარეშე    და    გადასცეს    შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.   ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია