„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორის კახაბერ რუსიძის 2026 წლის 14 თებერვლის N2914/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს შექმნისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ“ 2013 წლის 16 ოქტომბრის N125/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 ივნისის N77/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაბა სამუშია - რექტორი, აკადემიკოსი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) კახაბერ ჭეიშვილი - რექტორის მოადგილე, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
დ) ნათელა დვალი - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორის მოადგილე, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ე) აკაკი მიქაბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ვ) ალექსანდრე ბოშიშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ზ) გიორგი ლობჟანიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
თ) მედეა ბადაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ი) ლალი სურმანიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
კ) გია ლობჟანიძე - მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ლ) ალექსანდრე აპლაკოვი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
მ) კობა ყალიჩავა - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ნ) თეიმურაზ გვიმრაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს მდივანი.’’
ბ) ბრძანების 11 პუნქტი ამოღებული იქნას.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია